პარტნიორები სადაზღვევო კომპანიები

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ჯანმრთელობის კერძო დაზღვევის მქონე პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ცენტრში არსებული ყველა სახის ამბულატორიული, სტაციონარული, დიაგნოსტიკური, ინტერვენციული და კარდიოქირურგიული სამედიცინო სერვისებით, შესაბამისი სადაზღვევო პაკეტის პირობების ფარგლებში.

ჩვენი ცენტრი თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ წამყვან სადაზღვევო კომპანიებთან, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, მიიღონ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება სწრაფად და კომფორტულად.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში ასევე შესაძლებელია ისარგებლოთ სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებით, მათ შორის:

• საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა;

• რეფერალური დახმარების სახელმწიფო პროგრამა;

• მერიისა და რეგიონული მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული დაფინანსების/საგარანტიო პროგრამები;

• სხვა მოქმედი სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამები.

შესაბამისად, ჩვენი ცენტრის პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია როგორც სახელმწიფო პროგრამებით, ასევე კერძო დაზღვევით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: (+995 32) 2 402 317 (107)

ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი