რევაზ ჯორბენაძე
აღმასრულებელი დირექტორი
დაიბადა 1975 წელს, თბილისში. მედიცინის აკადემიური დოქტორი, აკად. ი. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი.
განათლება, კვალიფიკაცია, საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობა:
1999 - დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.1998 - სტაჟირება ემორის უნივერსიტეტი, გრეიდის მემორიალური ჰოსპიტალი. შინაგანი მედიცინა, რადიოლოგია, გადაუდებელი მედიცინა. ინტერნი (ატლანტა, აშშ), 1999-2002 – რეზიდენტურის კურსი (სპეციალობა - ”რადიოლოგია”).
2001 - ტრენინგები ქ.გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში რენტგენ-დიაგნოსტიკის საკითხებზე და ბიზნეს-მენეჯმენტის საკითხებზე (ქ. ზოეტერმეერი, ჰოლანდია).
2001-2003 - ტრენინგების ციკლი ჯანდაცვის მენეჯმენტში (სკრენტონის უნივერსიტეტი, სკრენტონი, აშშ, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, თბილისი).
2003 – ჯანდაცვის ტოპ-მენეჯმენტის კურსი - "ორგანიზაციის ხელმძღვანელობა და მართვა ჯანდაცვის ტოპ-მენეჯერებისათვის საქართველოში" (სკრენტონის უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, უსგ ცენტრი) და ჯანდაცვის ეკონომიკის საფუძვლების უსგ კურსი.
2003-2005 - შვედეთის ჯანდაცვის სამინისტროსა და ლუნდის უნივერსიტეტის ერთობლივი ჰოსპიტალური მენეჯმენტის საწვრთნელი პროგრამის მონაწილე.
2008 – დაავადებათა კონტროლის ცენტრი (CDC), ემორის უნივერსიტეტი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა - საზოგადოებრივი ჯანდაცვის მენეჯმენტის კურსი, ატლანტა, ჯორჯია, აშშ.
შრომითი საქმიანობა
1999-2003 წწ – "ტოშიბა მედიქალ სისტემს“-ის გენერალური მენეჯერი საქართველოში.
2003-2007 წწ – ო.ღუდუშაურის სახ. ეროვნული სამედიცინო ცენტრი. სამედიცინო პროგრამების მართვის დირექტორი.
2007-2011 წწ – შ.პ.ს. "ივერმედი"-ის პროექტების მენეჯერი.
პუბლიკაციები:
12 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია: "კიბოს პრევენცია და ადრეული აღმოჩენა" (2006).